როგორი იქნება ვალუტის კურსი წინასაახალწლოდ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0519-ია, 100 რუსულ რუბლს 2.6175 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი,0.0793-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9306 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9142 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0198 ლარი შეადგინა.