გასულ წელს შოკოლადის მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო
საქართველოში შოკოლადის იმპორტი იზრდება. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 90.057 მლნ დოლარის შოკოლადის მზა პროდუქტი შემოვიდა, რაც 2009 წლიდან მოყოლებული რეკორდული მაჩვენებელია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი სწორედ მაგ პერიოდიდან არის). 2009 წელს ქვეყანაში 34.642 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი შემოვიდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში კი 76.252 მლნ დოლარის შოკოლადი ვიყიდეთ.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, სხვა წლების ანალოგიურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერშიც საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის ნაწარმის უდიდესი წილი რუსეთზე მოდიოდა. შარშან ჩრდილო მეზობელ ქვეყანაში 25.553 მლნ დოლარის შოკოლადი ვიყიდეთ, რაც მთლიანი იმპორტის 28.4% იყო.
საქართველომ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში შოკოლადის ნაწარმი იყიდა:
რუსეთი - 25.553 მლნ დოლარი
უკრაინა - 14.834 მლნ დოლარი
თურქეთი - 11.460 მლნ დოლარი
პოლონეთი - 6.711 მლნ დოლარი
ხორვატია - 6.653 მლნ დოლარი
გარდა ამ ქვეყნებისა, საქართველოში 2024 წელს შოკოლადი შემოვიდა ბელგიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და ა.შ.