„ლარი გაუფასურდება, ექსპორტი და იმპორტი შემცირდება“ - ეკონომისტები
PMCG-ის გამოკითხვის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა ნეგატიურად შეაფასეს.
მათი შეფასება მცირედით გაუმჯობესებდა წინა კვარტალთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად გაუარესდა 2024 წლის შესაბამის პირველ კვარტალთან შედარებით.
ამავე კვლევის მიხედვით, 60-მდე გამოკითხულ ეკონომისტს მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ასევე ნეგატიური მოლოდინები აქვთ. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 3.9%-ს შეადგენს.
„მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. 2025 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 4.7%-ია.
2025 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 3.9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 5.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის ფაქტობრივ მონაცემთან შედარებით.
მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 2025 წლისათვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 4.7%-ია, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელთან შედარებით.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან, ევროსთან, თურქულ ლირასთან და რუსულ რუბლთან მიმართებით.
მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის შემცირება“, - ვკითხულობთ კვლევაში.