როგორი იქნება ვალუტის კურსი ხვალ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7648 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7673 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0625-ია, 100 რუსულ რუბლს 3.2973 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი 0.0728-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9890 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9818 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.