ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის
თანამდებობა ვაკანტურია. უკვე ყოფილმა უფროსმა, გიორგი
კახნიაშვილმა აღნიშნული პოსტი, პირადი განცხადების
საფუძველზე 6 ნოემბერს დატოვა. ,,ძალიან
დაკავებული ვიყავი, თავისუფალი დრო საერთოდ არ მქონდა, სხვა გეგმები
მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება.
საპასუხისმგებლო საქმეა და დიდ დროს
მოითხოვდა”–აცხადებს გიორგი კახნიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გიორგი კახნიაშვილი ოფიციალური განცხადების საფუძველზე, მიმდინარე წლის 8 მაისს დაინიშნა. იხილეთ ვიდეო: http://9arkhi.wordpress.com/?s=%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
მანამდე კი აღნიშნული პოსტი თემურ ათუნაშვილს ეკავა.