ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში უფასურდება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4387 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.4301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9057 ლარია მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0248 ლარი შეადგინა. ბოლო ერთ კვირაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.8 პროცენტით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი დღეისთვის 2, 44 ლარია, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი ერთი დოლარი 2,45 ლარი ღირს.