2016 წლის ზაფხულში დაგეგმილი
მასწავლებელთა საგნის გამოცდის განრიგი გამოქვეყნდა. პედაგოგებისთვის
გამოცდები 8 ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.
მასწავლებლები 8 ივლისს შემდეგ საგნებს ჩააბარებენ: ინგლისური
ენა – წერითი ნაწილი; რუსული ენა – წერითი
ნაწილი; გერმანული ენა – წერითი ნაწილი; ფრანგული ენა –
წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი
ნაწილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი
ნაწილი; სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება; სპორტი; მუსიკა.
9 ივლისს: ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი; რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი; გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი; ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.
10 ივლისს: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები –
პრაქტიკული ნაწილი.
11 ივლისს: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და
ბუნებისმეტყველება (I-IV); ქართული ენა და ლიტერატურა
(I-VI); ბუნებისმეტყველება (I-VI).
12 ივლისს: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII); მათემატიკა (I-VI); მათემატიკა (VII-XII).
13 ივლისს: ფიზიკა; ბიოლოგია; ქიმია; გეოგრაფია; ისტორია; სამოქალაქო განათლება.
|