თურქეთში, ქალაქ არტაანში (არდაჰანი) ქართულ-თურქული სამზარეულოს
შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ქალაქ არტაანის მერიის
მიერ განხორციელებული პროექტის „სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის მხარის
მეგობრული ურთიერთობები“ ფარგლებში დაიწერა. მის შექმნაში ორი
უნივერსიტეტის პროფესურა მონაწილეობდა: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის
უნივერსიტეტების პროფესორი როინ ყავრელიშვილი და არტაანის
უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ზეჰრა თუღბა აბაჯი.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორაციით, წიგნი ქართულ, თურქულ და
ინგლისურ ენებზე მომზადდა. ავტორთა გარდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან პრეზენტაციას სასწავლებლის აკადემიური საბჭოს
წევრები, რექტორის მოადგილეები დაესწრნენ. წიგნის პრეზენტაციის გარდა
შეხვედრები გაიმართა გუბერნიასა და მერიაში. წიგნის პრეზენტაცია ახლო
მომავალში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეშიც გაიმართება.
თურქეთში, ქალაქ არტაანში
(არდაჰანი) ქართულ-თურქული სამზარეულოს შესახებ წიგნის პრეზენტაცია
გაიმართა. წიგნი ქალაქ არტაანის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის
„სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის მხარის მეგობრული ურთიერთობები“
ფარგლებში დაიწერა. მის შექმნაში ორი უნივერსიტეტის პროფესურა
მონაწილეობდა: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
მერაბ ბერიძე, სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის უნივერსიტეტების
პროფესორი როინ ყავრელიშვილი და არტაანის უნივერსიტეტის
ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ზეჰრა თუღბა აბაჯი.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორაციით, წიგნი ქართულ, თურქულ და
ინგლისურ ენებზე მომზადდა.
ავტორთა გარდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
პრეზენტაციას სასწავლებლის აკადემიური საბჭოს წევრები, რექტორის
მოადგილეები დაესწრნენ.
წიგნის პრეზენტაციის გარდა შეხვედრები გაიმართა გუბერნიასა და
მერიაში.
წიგნის პრეზენტაცია ახლო მომავალში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეშიც
გაიმართება.