პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. საზოგადოებრივ კოლეჯ "ოპიზარში" 357 პირი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო დაწესებულება სულ 187 სტუდენტის მიღებას აპირებს.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ყველაზე მაღალი კონკურსი ბუღალტრულ აღრიცხვაზეა - 97 განაცხადი. ინფორმაციის ტექნოლოგიები - 76, სტილისტი - 68, შემდუღებელი - 47 განაცხადი.
ახალციხის პროფესიულ კოლეჯ "ოპიზარს" მიღება რვა სპეციალობაზე ჰქონდა გამოცხადებული. მოდულურებია - ხის მხატვრული დამუშავება, შედუღება, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ბუღალტრული აღრიცხვა, იატაკისა და ფილის სამუშაოები, თმის სტილისტი. დუალური ორი პროგრამაა: საავტომობილო გზების მშენებლობა და მეფუტკრეობა.
ვინ შეძლებს კოლეჯში სწავლის დაწყებას – ეს ხუთი მაისის გამოცდის შედეგად გაირკვევა.
2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით
მიმდინარეობდა.