განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი პრიორიტეტულად 600-მდე აბიტურიენტმა დასახელა
აბიტურიენტებისთვის სასურველი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შერჩევის ვადა ამოიწურა.
2019/2020 სასწავლო წლისთვის, 600-მდე აბიტურიენტმა პირველ ადგილზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეარჩია.
საგანმანათლებლო დაწესებულებას მიღება 800 ადგილზე აქვს გამოცხადებული, თუმცა ბოლო წლებია საშუალოდ, 250-300 სტუდენტს იღებს.
"800 ადგილზე მიღებას ვაცხადებთ იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მსმენელების მიღება. 1+4 პროგრამაზე უნივერსიტეტის მისაღები კონტინგენტის 5% განისაზღვრება. სომხურენოვანი აბიტურიენტების მოთხოვნა დიდია, ამიტომ ჩვენ რომ ნაკლებ ადგილზე გამოვაცხადოთ მიღება, ვერ დავაკმაყოფილებთ მოთხოვნას", - გვითხრა რექტორის მოადგილემ საგანმანათლებლო დარგში ნიკო ახალკაცმა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტს სახელმწიფოს დაფინანსებული 320 ადგილი აქვს და თუ ამის შევსება მოხდება, ეს საუკეთესო კონტინგენტი იქნება.
გააზიარეთ :