განათლება
გაზრდილი რუსული განწყობები ჯავახეთში
ჯავახეთის მოსახლეობას შორის ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება რუსულ-სომხური უნივერსიტეტი, რომელიც გარკვეულ ქვოტას აძლევს როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს. მსურველებს ონლაინ გასაუბრების დადებითად გავლის შემთხვევაში უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ შეუძლიათ ისწავლონ. მესამე სექტორი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში გაზრდილ რუსულ განწყობებზე საუბრობს.

სირუშო ანტონიანი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. სომხურენოვანი საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო ენა უკეთესად მოსამზადებელ კურსზე შეისწავლა. 4+1 პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სირუშო ანტონიანი ქართულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა,  2010 წლიდან მოქმედებს.

პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენაზე უმაღლესი განათლების მიღებას უწყობს ხელს. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებით არის შესაძლებელი. ჩარიცხვის შემდგომ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, იმდენად, რომ მომდევნო ოთხი წელი სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შეძლოს. ამიტომ პროგრამას ხშირად „4+1“-ის სახელითაც მოიხსენებენ.

,,რთული არ იყო, თუმცა სწავლის და საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი უნდა გქონდეს. ქართული ენის ცოდნა ბევრ საკითხში მეხმარება. სამსახურიც ენის სწავლის შემდეგ ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენა უკეთესად ვიცოდი, უმაღლესი განათლების მიღება მაინც საქართველოში ვარჩიე“ –– ამბობს სირუშო ანტონიანი.

ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი ფინანსდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წელს ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 124-მა სომხურენოვანმა და 175-მა აზერბაიჯანულენოვანმა აბიტურიენტმა ჩააბარა, 2018 წლის მონაცემების მიხედვით კი, მათი რიცხვი ჯამში 1231 აბიტურიენტამდე გაიზარდა.

,,1+4 პროგრამის“ პარალელურად ჯავახეთში ასევე პოპულარული ხდება რუსულ სომხურ უნივერსიტეტში – ე.წ. РАУ (РОССИЙСКО-АРМЯНСКИЙ УНИВЕРСИТЕТ) ჩაბარება, რომელიც ერევანში მდებარეობს და ჯავახეთის ახალგაზრდების დაინტერესება ამ სასწავლებლის მიმართ ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება.
აბიტურიენტები რაუში სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად ინტერნეტის დახმარებით ონლაინ გასაუბრებას გადიან და დადებითი პასუხის შემთხვევაში სასწავლებელში ირიცხებიან, სადაც სწავლა უფასოა.

ახალქალაქის რუსული სკოლის მონაცემებით, 2019 წელს სკოლა 31–მა აბიტურიენტმა დაამთავრა. სკოლის დირექტორი ტერეზა ნაჰატეტიანი ამბობს, რომ ,,4+1 პროგრამით სწავლის გაგრძელებას  4 აბიტურიენტი აპირებს, რაც შეეხება რაუს, სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხი მე რაც ვიცი 6–მა უკვე მიიღო, რაც შეეხება დანარჩენებს, ნაწილი ელოდება პასუხს, ნაწილის შესახებ კი ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს რას გადაწყვეტენ. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ორივე პროგრამაზე აბარებენ, სადაც უფასოზე მოხვდებიან იქ რჩებიან, თუმცა მხოლოდ ერთ რომელიმე სასწავლებელსაც ირჩევენ. ვფიქრობ, 4+1 პროგრამით ჯავახეთის სომხურენოვანი აბიტურიენტების დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა რაუც პოპულარულია“ – ამბობს ტერეზა ნაჰატეტიანი.

ახალქალაქის რუსული #3–ე სკოლის დამამთავრებელი კლასის უმეტესობამ რაუში მოსახვედრად ონლაინგანაცხადი შეავსო და ნაწილმა ჩარიცხვის დამადასტურებელი შეტყობინებაც მიიღო.

ანაჰიტ მანუკიანი ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელიც გასაუბრებით რუსულ–სომხურ უნივერსიტეტში უკვე ჩაირიცხა. ამბობს, რომ კლასში 27 მოსწავლიდან ნაწილი 4+1 პროგრამით აპირებს სწავლის გაგრძელებას, ხოლო მეორე ნაწილი მასთან ერთად ერევანში გააგრძელებს სწავლას.

,,გასაუბრება მქონდა და ჩავირიცხე რუსულ პროგრამაზე, ამ უნივერსიტეტის შესახებ მესამე წელია ინფორმაცია მაქვს. იქ ჩემი ბევრი მეგობარი და ნაცნობი სწავლობს ჯავახეთიდან. პროგრამის შესახებ მეგობრებისგან შევიტყვე, უფრო მეტი კი ინტერნეტით მოვიძიე. სწავლა უფასოა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე რაც ვიცი, ნაწილი მოხვდა ერევანში, ნაწილი რუსეთში. ზოგი თბილისში აპირებს სწავლის გაგრძელებას“ – ამბობს ანაჰიტ მანუკიანი.

ანაჰიტის მსგავსად სწავლის გაგრძელებას რაუში აპირებს მისი კლასელი დიანა ხაზარიანი. ,,სლავიანსკის უნივერსიტეტში ჩავაბარე. ამიტომ არც დავინტერესებულვარ 4+1 პროგრამით, რადგან კარგად არ ვიცი ქართული ენა, მხოლოდ სალაპარაკო დონეზე, ამიტომ ვფიქრობ, რაუ სწორედ ის არის, რაც მჭირდება“ – ამბობს დიანა.

ახალქალაქის რუსული სკოლის მსგავსად, აბიტურიენტთა ინტერესები პირველ საჯარო სკოლაშიც გაყოფილია. ადმინისტრაციის მონაცემებით, სკოლა წელს 51 მოსწავლემ დაამთავრა. დირექტორი ამბობს, რომ მათგან 17–მა აირჩია 4+1 პროგრამა; ხოლო ექვსს უკვე დადებითი პასუხი მოუვიდა რაუდან. დაახლოებით ამდენივე ელოდება პასუხს, ხოლო დანარჩენებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. სკოლის დირექტორი რუზან ტეპოიანი 4+1 პროგრამასა და რაუს ძალიან პოპულარულს უწოდებს.

,,რაუ პოპულარული უნივერსიტეტია ძალიან, კარგად ასწავლიან, კარგი სპეციალისტები გამოდიან, ენაც უწყობს ხელს – იქ რუსულ ენაზეც შეიძლება სწავლა და სომხურ ენაზეც“ – ამბობს ახალქალაქის 1–ლი საჯარო სომხური სკოლის დირექტორი რუზან ტეპოიანი.

სამველ პეტროსიანი ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. მანამდე იგი საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსს ფლობდა. ამბობს, რომ ორივე უწყებაში მისი ერთ-ერთი მთავარი სამუშაო განათლების ხელშეწყობაა, თუმცა მიაჩნია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა ახალგაზრდებისთვის უფრო მარტივია.

,,4+1 პროგრამა ცუდი არ არის, ამ პროგრამით ჩვენი მოსახლეობა სწავლობს სახელმწიფო ენას და ინტეგრირდება ქართულ საზოგადოებაში. ჩემ ასაკში უკვე რთულია ენის სწავლა, მაგრამ ჩემი შვილიშვილები მშვენივრად ფლობენ ქართულ ენას. რაც შეეხება რუსულ–სომხურ უნივერსიტეტს, ერევანში ძალიან პოპულარულია ეს სასწავლებელი, გარდა ამისა, რუსეთი კვოტას იძლევა, როგორც საქართველოს ასევე სომხეთის მოქალაქეებისთვის, სადაც ახალგაზრდები უფასოდ სწავლობენ და უგამოცდოდ ხვდებიან. ჩემმა ერთმა შვილმა ქართული, ხოლო მეორემ რუსული უნივერსიტეტი დაამთავრა“.

4+1 პროგრამა რომ ერთ-ერთი დადებითი პროექტია, ამის შესახებ ჯავახეთის მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ. თუმცა მიიჩნევენ, რომ კარგად დაწყებული პროგრამა დასაქმებით ვერ სრულდება, რის გამოც იმედგაცრუებული მოსახლეობა სამუშაო ალტერნატივას ისევ რუსეთში ეძებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალქალაქის ბიზნესასოციაციის“ ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი წუხს, რომ სახელმწიფო იწყებს კარგ პროგრამებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყავს.

,,ბევრმა მათგანმა, ვინც დაასრულა სასწავლებელი და უკან დაბრუნდა, ვერ მონახა დაპირებული სამსახური და ბრწყინვალე მომავალი. ისინი იძულებული ხდებიან ალტერნატიულ გზაზე დაიწყონ ფიქრი. ალტერნატიული გზა კი არის რაუ. საფრთხე არის დასაქმების გამო, რადგან ახალგაზრდა თუ ვერ დასაქმდება, იწყებს ფიქრს, როგორ წავიდეს საზღვარგარეთ, ,,ხოფანს“ რომ ეძახიან. სამწუხაროა ის, რომ სახელმწიფო იწყებს კარგ პროგრამებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყავს“.

ახალქალაქის საინფორმაციო სააგენტოს ,jnews”-ის ჟურნალისტი ანი მინასიანი ინტეგრაციასა და სახელმწიფო ენის შესწავლაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ამბობს, რომ უმუშევრობის გამო იმედგაცრუებული მოსახლეობის განწყობები მომავალ თაობაზე ნეგატიურად აისახება.

,,ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითია 4+1 პროგრამა, გარდა იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობა სწავლობს სახელმწიფო ენას, ამასთანავე ურთიერთობს საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქართულ უნივერსიტეტდამთავრებული ბრუნდება უკან და ვერ საქმდება. ეს იწვევს გარკვეულწილად იმედგაცრუებას. მათგან ნაწილი იძულებული ხდება სამუშაოდ ისევ რუსეთში ან სომხეთში წავიდეს, რაც პრობლემაა“ – ფიქრობს ანი მინასიანი.

რაუ – რუსეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს და სომხეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელია. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის შეფასებით, ,,რაუ“ საკმაოდ პრესტიჟული უნივერსიტეტია სომხეთში სომხეთის მოქალაქეებისთვისაც კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ყველა პრობლემის სათავე ჯავახეთში მაინც არის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, სწორედ ეს აჩენს მიმზიდველობას, რადგან ეს ადამიანები რუსეთიდან იღებენ შემოსავალს. ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, არათუ ეს დამოკიდებულება, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება რუსეთის ფედერაციაზე. მეორეს მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებები არის მძლავრი ინსტრუმენტი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის,  რადგან იგი მარტო ცოდნას კი არ აძლევს, არამედ ქმნის ინსტრუმენტს, რომ შექმნას მისდამი ლოიალურად განწყობილი საზოგადოება. სწორედ აქედან გაჩნდება მიზიდულობის კერა სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში“ – ფიქრობს გიორგი გობრონიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ საგანმანათლებლო და ინტეგრაციის პროგრამები უნდა გაზარდოს, რათა საქართველოს ევროპულ არჩევანს საფრთხე არ დაემუქროს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ სომხური თემით დასახლებულ რეგიონში გაზრდილია საბჭოთა და რუსეთის მიმართ დადებითი განწყობები.

,,რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვთანხმდებით, რომ ნატო და ევროკავშირი და ზოგადად ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი მისწრაფება არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამ ისტორიულ არჩევანს საფრთხე არ უნდა დაემუქროს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი საგანმანათლებლო და მეტი ინტეგრაციის პროგრამები“ – განმარტავს სულხან სალაძე.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 22 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 26 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 21 °C
img
თბილისი 26 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetin hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitnahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahisomegle livejojobetbahsegelgrandpashabetsahabetbahsegeltarafbetmobilbahis