განათლება
როგორ შეხვდნენ სასწავლო წელს პირველ სკოლაში (ფოტოკოლაჟი)
დღეს, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო. ახალციხეში სასწავლო პროცესი განახლდა 38 საჯარო და კერძო სკოლაში.
სამცხე-ჯავახეთში 1030 პირველკლასელია.
2019-20 სასწავლო წლის დაწყება ღონისძებით აღნიშნეს ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში.
პირველკლასელებს სასწავლო პროცესის დაწყება სკოლის დირექტორმა, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხემძღვანელმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს.
ქალაქის მერიისგან პატარებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში 113 პირველკლასელი შევიდა.
#1 საჯარო სკოლაში ოთხი პირველი კლასი გაიხსნა.
გააზიარეთ :