ენერგოეფექტურობის საერთაშორისო დღე, ქალათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, დღე ავტომობილის გარეშე, ადამიანის უფლებათა დაცვა, პროექტი შშმ პირთა ხელშეწყობისათვის – ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მიმდინარე წელს, სამოქალაქო განათლების პროექტში ჩართულმა სკოლებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. შესრულებული სამუშოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებსა და დონორ ორგანზიაციას წარუდგინეს.
,,მომავალი თაობას“ ორი მიზანი აქვს: სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების გააქტიურება და ჩართვა სამოქალაქო პროცესებში.
პროგრამა ქვეყნის 480 სკოლაში ხორციელდება, მათგან 42 სამცხე–ჯავახეთშია. პროგრამას PH ინტერნეიშენალი ახოციელებს. ფინანსური მხარდამჭერი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა.
|