რეაბილიტირებული შენობა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ადიგენის გამგებელმა და ა(ა)იპ–ი “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების” დირექტორმა გახსნეს.
საბავშვო ბაღი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. დაწესებულება უზრუნველყოფილია 8 საწოლით. ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია ადიგენის გამგეობამ უზრუნველყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით 114 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „მოურავმა“ შეასრულა.
|