,,უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“– ამ საკითხზე დღეს სამცხე–ჯაავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. როგორ უნდა გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი უნივერსიტეტმა გლობალიზაციის პირობებში, რა სახის სტრატეგიები უნდა შემუშავდეს და როგორ უნდა განხორციელდეს ისინი – ამ თემებზე უმაღლესი დაწესებულების პროფესორ–მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის“ წარმომადგენლები ესაუბრნენ.
შეხვედრის მიზანს საუნივერსიტეტოს პოლიტიკისა და ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
დისკუსიის ორგანიზატორებმა მონაწილეებს ქვეყნის წამყვანი და უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილება გაუზიარეს. მათი თქმით, ინტერნაციონალიზაციის პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს, ამიტომ უნივერსიტეტები პროცესში ჩართვისთვის მზად უნდა იყვნენ.
აღნიშნული დისკუსია ახალციხეში ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, მას ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანსებს.
|