2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო ფორმატში ცვლილებები არ შესულა. აბიტურიენტებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიუმუშავა. გამოცდაზე აპლიკანტები საკუთარი კალმებითა და პირბადით უნდა მივიდნენ. შენობაში შესვლამდე ყველას ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. გამოცდის მიმდინარეობისას კი არ იმუშავებს კონდენციონერი.