გახდი პროფესიონალი და დასაქმდი. სახელმწიფო სასწავლებლებში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა რეგიონში საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ოპიზარში“ და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი. რეგისტრაცია 10–დან 27 სექტემბრამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და სასწავლებლებში მიმდინარეობდა.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიღება 8 სპეციალობის
101 ადგილზე გამოაცხადა. ძირითადი მიმართულებები ფარმაცია, საბუღალტრო
საქმე და ბაგა–ბაღის აღმზრდელია. უნივერსიტეტში 350 განაცხადი
შევიდა.
ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში განაცხადების მიღება 18 სპეციალობაზე
იყო შესაძლებელი. ,,ოპიზარმა“ მიღება 338 ადგილზე გამოაცხადა. კოლეჯში
268 განაცხადი შევიდა. ყველაზე მაღალი კონკურსი ბუღალტრის, თმის
სტილისტისა და ვებსპეციალისტის პროგრამებზეა.
აპლიკანტებს გამოცდის ჩაბარება 11 ოქტომბერს, ზოგად უნარებსა და 1 საგანში მოუწევთ. სრული სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად კონკურსანტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს და კითხვების 25% სწორი პასუხი უნდა გასცეს.
პროფესიულ პროგრამებზე შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება.
|