"ბორჯომის ეტალონი მოსწავლე" ყვიბისელი ახალგაზრდა გახდა
2020 წლის „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ ყვიბისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გელაშვილი გახდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით "ეტალონი მოსწავლე", ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებულ სტიპენდიას მიიღებს.
„მეორე ადგილზე N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ირინა გელაშვილი გავიდა, მესამე ადგილი კი დვირის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კუჭუხიძემ დაიკავა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი N3 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა.
„ეტალონის“ მონაწილეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.