ახალციხეში ევროკავშირთან ასოცირების თემაზე ტრენინგები ტარდება
14:31 / 22.10.2020
ახალციხის ქართულ და არაქართულენოვან სკოლებში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების თემაზე ტრენინგები ტარდება. შეხვედრები მოსწავლეებთან კავკასიის უნივერსიტეტის ERARASMUS+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) ფარგლებში მიმდინარეობს. იგი როგორც საბაზო და საშუალო განათლების მოსწავლეებზე, ისე მათ მშობლებსა და მასწავლებლებზეა გათვლილი.
ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, ტრენინგი მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობისა და საერთაშორისო პოლიტიკის სწორად გააზრებაში დაეხმარება. მისი მთავარი მიზანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერაა.
შეხვედრების ციკლი 19 ოქტომბერს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. გარდა ამისა, ისინი ჩაერთვებიან ესეების კონკურსში ,,მე დავინახე ევროპა საქართველოში“. პროექტის ექსპერტისა და კორდინატორის გურანდა ჭელიძის განცხადებით, ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.