უდეში სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის განმარტებით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
სკოლაში ამბობენ, რომ მასწავლებელი ერთი კვირაა სკოლაში არ ყოფილა და შესაბამისად, ამ პერიოდში მოსწავლეებთან და სხვა პედაგოგებთან შემხებლობა არ ჰქონია.
„დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია სკოლაში არ მოსულა მასწავლებელი“- ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.
სოფელ უდის მეორე საჯარო სკოლაში 21 მასწავლებელი და 117 მოსწავლეა რეგისტრირებული.
ამ დროის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე რეგიონის 12 სკოლაა გადასული.