საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება.
როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, დისტანციურად ისწავლიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში.
დისტანციურ რეჟიმში სწავლების ვადა ამ დროისთვის 25 ნოემბრამდე განისაზღვრა.