პანდემიის გამო, საზღვარგარეთ განათლების მიღების დაკარგული შანსები
15:02 / 16.11.2020
მსოფლიო პანდემიის გამო, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, საზღვარგარეთ ვიზიტები დროებით გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა. მოსწავლეები და სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით ვეღარ სარგებლობენ. კორონავირუსის პანდემიამ ახალგაზრდების განათლების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდა.
თორნიკე მანველიშვილი „ფლექსის“ ერთ - ერთი ფინალისტია სამცხიდან. გაცვლით პროგრამაში გამარჯვების შესახებ მან 13 მაისს შეიტყო და ივლისის თვიდან ამერიკაში ერთი წლით საცხოვრებლად და სასწავლებლად გადასვლას გეგმავდა. კორნავირუსის პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, შტატებში გამგზავრება 2021 წლამდე გადაიდო.
„რა თქმა უნდა, ამერიკაში ერთი წლით ცხოვრებას, კულტურის გაცნობასა და სწავლებას დიდი მნიშნელობა აქვს ჩემთვის, როგორც საქართველოს უბრალო მოქალაქისთვის. ეს არის ოცნებების ახდენის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების ერთ-ერთი საკუთესო საშუალება. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, აშშ-ში როგორც ჩემი, ასევე ამხანაგის ვიზიტი გადაიდო, რომელმაც ჩემს მსგავსად „ფლექსში“ გაიმარჯვა“ - ამბობს თორნიკე მანველიშვილი.
„ფლექსის“ გამარჯვებული იმედოვნებს, რომ მომავალ წელს საზღვრების გახსნისთანავე, ამერიკაში წასვლას შეძლებს და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლების კურსს გაივლის.
კორონაპანდემიის გამო, გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, კახა ბენდუქიძის სახელობის, ფიზიკის სტუდენტური, რიგით მეშვიდე კონფერენციის გამარჯვებული მარიამ არუსტაშვილიც. თორნიკესაგან განსხვავებით, მეოთხე კურსის სტუდენტის მექსიკაში დაგეგმილი ვიზიტი COVID 19-ის გამო საერთოდ გაუქმდა. მარიამმა კონფერენციაში მონაწილეობა პირველად მიიღო, გაიმარჯვა კიდეც, თუმცა არ გაუმართლა. სტუდენტი ფიქრობს, რომ მექსიკაში წასვლა სასარგებლო უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარებოდა, რაც მას დიდ მოტივაციას აძლევდა.
„მექსიკაში ვიზიტი, ჩემთვის ერთადერთი მოტივაცია და სტიმული იყო, რადგან ევროპის ქვეყნებში გამგზავრება ისედაც შემეძლო. მექსიკაში კი კაცმა არ იცის ისევ როდის მომიწევს“ - ამბობ მარიამ არუსტაშვილი.
სტუდენტის თქმით, მექსიკაში მიღებული გამოცდილება, მას სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში გამოადგებოდა.
პანდემიის გამო, აშშ-ში მედიაგანათლების პროგრამის ფინალისტების ვიზიტიც გადაიდო. სამცხე-ჯავახეთიდან პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ნინო ვართაპეტიანია, რომელიც ტრენინგზე საზღვარგარეთ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში უნდა წასულიყო. მისი თქმით, პროგრამაში ჩართვა ძირითადად 30-დან 35 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ.
„აღნიშნული პროექტი, ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდა. ამერიკაში ვიზიტით მეტ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას შევიძენდით, რასაც მომავალში პრაქტიკულ საქმიანობაში გამოვიყენებდით“ - ამბობს ნინო ვართაპეტიანი.
გაცვლითი პროგრამების განხორციელება შეფერხდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. კორონაპანდემიის პირობებში, სტუდენტები საზღვარგარეთ გამგზავრებას ვეღარ ახერხებენ.
არაერთი საერთაშორისო პროგრამა რეგიონში საზღვრების ჩაკეტვის გამო შეჩერდა. შედეგად, ახალგაზრდებმა საზღვარგარეთ განათლებისა და გამოცდილების მიღების შანსი დაკარგეს. გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.