განათლება
ახალციხეში 15 სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, დისტანციურ რეჟიმში გადასული სკოლების რაოდენობა გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, ონლაინ სწავლებაზე 42 სკოლაა გადასული. აქედან ყველაზე მეტი სკოლები ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშია. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ახალციხე - 15;
- ნინოწმინდა - 12;
- ბორჯომი - 5
- ასპინძა - 4;
- ადიგენი - 4;
- ახალქალაქში - 2.
სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მიზეზი სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებია.
გააზიარეთ :