ნინოწმინდაში კიდევ ორი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
3 დეკემბრიდან, ქალაქ ნინოწმინდის N2 და N3 სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მიზეზი მასწავლებლებისა და მოსწავლების უმეტესი ნაწილის ავადმყოფობაა. ონლაინ რეჟიმში სწავლა სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება.
ამ დროისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დისტანციურ რეჟიმზე 10 სკოლაა გადასული. მათ შორისაა ორელოვკის, გორელოვკის, დიდი და პატარა გონდურის, სპასოვკის, ჯიგრაშენისა და ნინოწმინდის სკოლები. მუნიციპალიტეტის სხვა სასწავლო დაწესებულები სასკოლო პროგრამას ჩვეულ რეჟიმში გადიან.
nor.ge