მაგისტრანტები საერთო სამაგისტრო გამოცდებს აბარებენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განმარტებით, ტესტები ოთხ ნაწილს მოიცავს. დღეს მათ ძალები ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში მოსინჯეს.
მაგისტრანტების გამოცდები 9 ივლისს წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ტესტებით დაიწყო. მათთვის გამოყოფილი დრო 2 საათსა და 20 წუთს შეადგენს.
დღევანდელ სესიაზე დარეგისტრირებული 77 მაგისტრატიდან საგამოცდო ცენტრში 7 მათგანი არ გამოცხადდა.
საერთო სამაგისტრო გამოცდები კიდევ 16 და 17 ივლისს გაიმართება.
დღეს პირველი სესია აბიტურიენტებისთვის იყო განკუთვნილი. მათ გამოცდა ფრანგულსა და რუსულ ენებში ჩააბარეს. 205 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 9 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა.
გელა ინასარიძის თქმით, საგამოცდო პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
|