ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა ტესტირება ინგლისურ ენაში გაიარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დღევანდელ სესიებზე 540 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოცდაზე 10 მათგანი არ გამოცხადდა.
ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინსარიძის თქმით, ტესტირებამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
ინგლისური ენის გამოცდის მესამე სესია 9 ივლისს ჩატარდება.
ახალციხის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია გახსნილი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ქიმიის საგნით დასრულდება.
|