განათლება
მშობლები „ბაღში“ და აღსაზრდელები ბაღს მიღმა
პანდემიის ეპოქაში ბევრი უცნაურობა მოხდა და მათ შორის ერთი, განსაკუთრებულად წარმოუდგენელი, ზრდასრულების ბაღში დაბრუნებაა. დედიკოები და იშვიათად მამიკოებიც, ეკრანებს მიუსხდნენ და დაიწყეს ძერწვა, ხატვა, აპლიკაციების შექმნა. ზუსტად ასე ხასიათდება პანდემიური ბაღი, რადგან იშვიათად შეხვდებით ბავშვს, რომელიც ონლაინ გაკვეთილზე დამოუკიდებლად ჯდება, უსმენს აღმზრდელს და ზედმიწევნით ასრულებს მიცემულ დავალებებს. ზუსტად ამიტომ ბაღში „დაბრუნდნენ“ მშობლები.

მართალია, დედიკო მიისვა გვერდით, მაგრამ ონლაინ სწავლას პატარებს ვერც ეს უმარტივებს. მათ არ შეუძლიათ დიდხანს ჯდომა, ეკრანზე ნანახის სრულფასოვნად აღქმა, ყურადღების კონცენტრირება. უბრალოდ, პატარები არიან, რომლებსაც ბუნებრივი ურთიერთობები, გავლა-გამოვლა, მასწავლებლისთვის და მეგობრისთვის თვალებში ყურება სჭირდებათ.

3 წლის დემეტრე გიორგაძე ახალციხის N1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელია. ონლაინ სწავლა ძალიან უჭირს. მეგობრებთან თამაში და ურთიერთობები ენატრება.

„არ მომწონს სახლში ყოფნა და ჩაკეტილობა, იმიტომ, რომ ძალიან მენატრება ჩემი მეგობრები. ბაღში ყოფნისას განსაკუთრებით გუაშებით ხატვა მიყვარს, კიდევ მიყვარს პლასტელინებით ძერწვა და მეგობრებთან ერთად მანქანებით თამაში. სამი მასწავლებელი მიყვარს ძალიან, ირმა, ლია და ჩემი ნათია მასწავლებელი“.

კორონავირუსის პანდემიამ დემეტრეს ფაქტობრივად ის წაართვა, რაც ყველაზე მეტად უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ დედა გვერდით უზის და ყველაფერში ეხმარება, პროცესით უკმაყოფილოა. ანი დათიშვილი თავადაც ბაღის აღმზრდელია. კერძო ბაღის მასწავლებელს ონლაინ გაკვეთილების ჩატარება დეკრეტული შვებულების გამო არ უწევს. პროფესია კი დაეხმარა, შვილთან ერთად ბაღში უმტკივნეულოდ „დაბრუნებულიყო“.

„სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია, მე თვითონაც სიხარულით ვერთვებოდი ჩემს ბიჭთან ერთად აქტივობებში. განსაკუთრებით თავიდან, მაგრამ ახლა ვეღარ ვახერხებ ისე ჩართვას, რადგან ფეხმძიმედ ვარ და წოლითი რეჟიმი მაქვს. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვცდილობ ჩავრთო ბავშვი აქტივობებში და როცა ვახერხებ ვაკეთებინებ სხვადასხვა დავალებას“.

ანა ამბობს, რომ მიუხედავად მასწავლებლების მონდომებისა, მის შვილს უჭირს დისტანციურად სწავლა. ვერ ისვენებს და ვერც აღიქვამს ეკრანიდან მიცემულ დავალებებს. თუმცა, მთავარ პრობლემას სხვა რამეში ხედავს:

„ონლაინ ბაღი უარყოფითად იმ მხრივ აისახა ბავშვებზე, რომ ისინი სახლებში გამოიკეტნენ, ურთიერთობა აღარ აქვთ ერთმანეთთან, თანატოლებთან, პედაგოგთან. სულ სხვა რაღაცაა, როცა პირდაპირი ურთიერთობა გაქვს ადამიანთან და ონლაინ, დისტანციური ურთიერთობები ამასთან არაფერია“.

ანასგან განსხვავებით, ბაღში „დაბრუნება“ გაუჭირდათ სხვა მშობლებს. ზოგს ბავშვთან ერთად ხატვა-ძერწვის დრო არ აქვს, იმიტომ, რომ მუშაობს, ზოგს მოთმინება არ ჰყოფნის. თუმცა, გამოსავალიც არ არის და ვისაც როგორ შეუძლია, ბაღის საქმეს ისე უმკლავდება. ონლაინ გაკვეთილებს, 3 წლის შვილთან ერთად, ქეთევან დევაძეც ესწრება. სამი შვილის დედა დიასახლისია და უამრავ საშინაო საქმესთან ბაღის შეთავსებაც უწევს. არადა, სწორედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უნდა შეემსუბუქებინა მისთვის ყოფა.

„როგორც მშობელი, ნაკლებად ვარ ჩართული ონლაინ ბაღში, რადგან ბავშვი არ მიჩერდება კომპიუტერთან, არ აკეთებს აქტივობებს და უფრო ვცდილობ თამაშით გავაკეთებინო ყველაფერი, მაგრამ ნაკლებად მიჯერებს, ეს მისთვის რთულია“.

დემეტრე ბაღს კომპიუტერის ეკრანზე ვერ აღიქვამს. მისთვის ბაღი დისტანციურად მიცემული დავალების შესრულება არ არის.


„მიყვარს ბაღში სიარული და ძერწვა. მეგობრები და მასწავლებლებიც მენატრება, მაგრამ არ მიყვარს, რომ მაძინებენ“, - გვიყვება დემეტრე.

მანანა ბლიაძე აფთიაქის დირექტორია. პანდემიის გამო, როცა უმრავლესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ის სამსახურში დადიოდა და სახლში 8 საათზე ბრუნდებოდა. ამიტომ 5 წლის შვილის ბაღში ონლაინ ჩართვას უმეტესად ვერ ახერხებს. მეტიც, მისთვის ბავშვის დატოვება თავსატეხია.

„დაგვტანჯეს მშობლებიც და ბავშვებიც. ყოველდღე ვმუშაობ და ძალიან მიჭირს ბავშვის დატოვება. სულ სახლშია ჩაკეტილი, ბავშვს კონტაქტი არავისთან აქვს. ხანდახან ბებოსთან სოფელში ვაგზავნი, ძალიან რთული სიტუაციაა. გარდა ამისა, ისე ენატრება ბაღი, რომ ონლაინ გაკვეთილებზე სულ ტირის და მეც აღარ ვაძალებ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. საშუალება და დრო როცა მაქვს, ვცდილობ სახლში მე თვითონ ვამეცადინო“, ამბობს მანანა.

ბაღში „დაბრუნებასთან“ ერთად, მშობლებს პატარების კომპიუტერზე მიჯაჭვულობა აღელვებთ. ბავშვები დავალებების კეთების ნაცვლად, სხვადასხვა უსარგებლო თამაშებით და ინფორმაციით იტვირთებიან.



მშობლების დაკვირვებით, ონლაინ ბაღმა ბავშვები აგრესიულები და ჩაკეტილები გახადა. გარდა ამისა, მეტად მიაჯაჭვა დედებს და დააკარგინა მთავარი, - სოციალური ურთიერთობების უნარი.

„ჩაკეტილობის და ბავშვებთან გადაჩვეული კონტაქტის გამო, ჩემს შვილს ვამჩნევ ძალიან ბევრ თვისობრივ განსხვავებას. მაგალითად, ვატყობ, რომ აგრესიული გახდა, სათამაშოებს აღარავის თხოვნის და კონტაქტურობის მხრივ შეიცვალა. ბავშვი ადრინდელივით აღარ მიჯერებს, დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაციაში, თავის აღმზრდელს დაუჯერებდა“, - ამბობს 6 წლის ელენეს მშობელი სალომე ზედგინიძე

ონლაინ ბაღის სირთულეებთან გამკლავება არა მხოლოდ პატარებსა და მათ მშობლებს, აღმზრდელებსაც უჭირთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის N26 საბავშვო ბაღის აღმზრდელები, დისტანციურ რეჟიმზე გადასასვლელად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მეთოდურმა ჯგუფმა გადაამზადა. 2021 წლის ახალი სემესტრისთვის დეკემბერ-იანვარში მასწავლებლებმა ტრენინგი კვლავ გაიარეს. 1 თებერვლიდან კი შეიქმნა სასკოლო მზაობის ჯგუფები.

„ყველა ბაგა- ბაღში მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, ონლაინ ჩართვებში არიან ჩართულები სასკოლო მზაობის ჯგუფები, ხოლო დანარჩენ ჯგუფებში დისტანციური სწავლება ხორციელდება ვიდეორგოლების მიწოდების საშუალებით. აღსაზრდელებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, აღმზრდელები მობილურის საშუალებით ეკონტაქტებიან“, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი
ბაღის აღმზრდელები ფიქრობენ, რომ ტრენინგი და მათი მზაობა მაინც ვერ ხსნის იმ პრობლემებს, რაც დისტანციურ სწავლებას ახლავს.

„ბავშვებში ონალაინ მუშაობის პერიოდში ვერ გამომუშავდება ის უნარები, რომლებიც საჭიროა. ისინი ვერ იქნებიან კომუნიკაბელურები და მეგობრულები. ვერ ისწავლიან ერთმანეთის გვერდში დგომას რთულ პერიოდებში თუ ექნებათ ონლაინ ურთიერთობა“, -ამბობს უდის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ხათუნა მღებრიშვილი.

აღმზრდელები ბავშვებს და მათ მშობლებს აქტიურად აწვდიან კვირის ძირითად გეგმასა და თემას, წერენ ვიდეოებს. შესრულებული დავალების ფოტო ან ვიდეო ისევ მშობლის ასატვირთია.

„პრობლემები მაინც იქმნება, თუნდაც ის, რომ ვერ ვღებულობ უკუკავშირს ყველა მშობლისგან. ან არ სცალიათ, ან ბავშვებს ონლაინ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა არ სურთ. რაც შეეხება გაკვეთილს, ის 20 წუთს გრძელდება და ჯგუფში მაქსიმუმ 5 ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს კვირაში ორ-სამჯერ ვეკონტაქტები და მაქსიმალურად ვცდილობ მათ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში, მაინც რთული და პრობლემურია ახალი რეჟიმი“, - ამბობს აღმზრდელი

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის სააღმზრდელო პროცესის მიღმა ყოფნა, უკვალოდ არ ჩაივლის. მომავალ პირველკლასელებს სკოლაში თანატოლებთან კონტაქტი და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა გაუჭირდებათ.

„ბაღი ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობას და თამაშს ასწავლის, ეს კი აუცილებელია მისი განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ბავშვები ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან. სწორედ ამის გამო, ისინი მეტად არიან გაღიზიანებულნი და ვერ იცლებიან ემოციებისგან. ბაღი მოსამზადებელი ეტაპია ბავშვებისთვის, რომ შემდგომში გაითავისონ ის, თუ როგორ უნდა ეკონტაქტონ სკოლაში მეგობრებს, მასწავლებლებსა და მშობლებს“, - განმარტავს ფსიქოლოგი სოფო თავაძე და დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელების მშობლებს სპეციალისტთან კონსულტაციას და ასაკთან შესაბამის აქტივობებში ჩართვას ურჩევს.


ვისაც ინტერნეტზე წვდომა აქვს, ეჯახება ფსიქოლოგიურ პრობლემას, ელექტრონულ მოწყობილობებზე მიჯაჭვულობას, მშობელი განიცდის დროის დეფიციტს. თუმცა, ახალციხის მუნიციპალიტეტში ბევრი ისეთი ბავშვია, ვინც ფიზიკურად ვერ ესწრება ონლაინ გაკვეთილს. პანდემიის პერიოდში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და მშობლების პრობლემები World Vision საქართველომ შეისწავლა. „სამცხე - ჯავახეთის განვითარების ცენტრის“ დირექტორის ნინო ლომიძის განმარტებით, კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ბავშვების 27 %-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ან ოჯახს სათანადო ტექნიკა არ გააჩნია. გამოკითხული მშობლების 14 % ამბობს, რომ მათი შვილები დისტანციური განათლების პროგრამაში საერთოდ ვერ ერთვებიან.

„ამ ასაკის ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემა სასკოლო მზაობაა, მაგრამ საბავშვო ბაღების მენეჯერები, პედაგოგები და ბაღების გაერთიანება, მოწადინებულია, რათა სკოლამდელი აღზრდის პროგრამა შეთავაზებული იყოს სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის ერთობლიობა ახდენს ზეგავლენას განათლებაზე, მათ შორის ოჯახური მდგომარეობა, მშობლების ნაკლები მზაობა ბავშვების დისტანციურ მეცადინეობებში ჩასართავად“, - ამბობს ნინო ლომიძე

დისტანციურ განათლებაში პრობლემებს ხედავს World Vision საქართველოს ადრეული განათლების პროგრამის კოორდინატორიც. ცირა ბარქაია იზიარებს იმ აზრს, რომ ვინაიდან პატარებმა ბაღში მთელი წელი ვერ იარეს, მათ არ ექნებათ სკოლაში წასვლის ემოციური მზაობა.

„ახლა მთავარია, ბავშვი მშობლის ხელშეწყობით მოემზადოს სკოლისათვის. მას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს გაეცნოს თავის სკოლას, კლასს. სასურველია, რომ ბავშვმა, მშობელმა და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ონლაინ გაიცნონ ერთმანეთი. მასწავლებელმა მოისმინოს რა უყვარს ბავშვს, რა აინტერესებს. დაათვალიერებინოს სკოლა, მისი კლასი“.

ბავშვების ფსიქო-ემოციური ფონის გასაძლიერებლად ფსიქოლოგები მშობლებს არაერთ აქტივობას ურჩევენ. მათ შორის, სახლში „სკოლობანას“ თამაშს, რათა პატარებმა სკოლის მნიშვნელობის გათავისება შეძლონ. გარდა ამისა, აუცილებელია მშობლებმა მოუსმინონ შვილებს და მათ კითხვებს გასაგებ ენაზე უპასუხონ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადება World Vision საქართველოს მხარდაჭერით განხორციელდა. ტრენინგების ციკლი 2020 წლის 27 დეკემბრიდან დაიწყო და 2021 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდა. მონაწილეები გაეცვნენ ყველა იმ პლათფორმას, რომლის საშუალებითაც შეძლებდნენ აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.


ახალციხის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ 26 საბავშვო ბაღს აერთიანებს, აქედან 18 სოფლებშია. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ყველამ შეძლო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ონლაინ ჩართვაზე მშობლების რაოდენობას ითვლის. მათი დაკვირვებით, ბაღში „დაბრუნებულთა“ აქტივობა მაღალია. მშობლები დავალებებს თავს კარგად ართმევენ. ბავშვები კი ბაღის რეალურ სიკეთეს 1 მარტიდან შეიგრძნობენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბავშვები ვირტუალურიდან რეალურ სივრცეში გადაინაცვლებენ.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 8 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 17 °C
img
აბასთუმანი 7 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbet girişsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywin