ბორჯომელი აბიტურიენტები,
გამოცდების ჩასაბარებლად, უფასო ტრანსპორტით ისარგებლებენ. ახალციხის
მიმართულებით, მათ ავტობუსი 2015 წლის ორიდან 10 ივლისის ჩათვლით
მომსახურება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოფილი გამგეობის შენობის
მიმდებარე ტერიტორიიდან, დილის 6:50 საათზე გამოვა.
მძღოლი აბიტურიენტებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და
მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს დიმიტრი ყიფიანისა და “ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორს დავით ზაალიშვილს ეკუთვნით.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ორ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და 22 ივლისამდე გასტანს.
|