როდის დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს ახალციხის ორი სკოლის მოსწავლეები
ექვსი აპრილიდან ქალაქ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებს. იზოლაციის 10-დღიანი ვადა ამოიწურა, შესაბამისად დისტანციური სწავლებიდან ისევ სკოლის შენობაში გადაინაცვლებენ.
„ხვალიდან სწავლა ჩვეულებრივად გაგრძელება საკლასო ოთახებში, დისტანციურად აღარ ვაგრძელებთ“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ.
მეხუთე საჯარო სკოლაში კორონავირუსი მოსწავლეს 27 მარტს დადასტურდა. ამის გამო, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცოტა ხნით ონლაინ გაკვეთილები ჩაეტარებინათ.
სასწავლო პროცესს საკლასო ოთახში შვიდ აპრილს განაახლებს ვალეს პირველი საჯარო სკოლა. ამ ეტაპზე სწავლა დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.
„ხვალაც დისტანციურად ჩატარდება სწავლა და ზეგ უკვე სკოლაში მივლენ ბავშვები“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა. ამ შემთხვევაშიც კოვიდინფიცირებული მოსწავლე აღმოჩნდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.