ადიგენის საბავშვო ბაღში აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსაზრდელი საბავშვო ბაღში ბოლოს 13 აპრილს იმყოფებოდა. მენეჯერის თქმით, ბავშვს კორონავირუსის სიმპტომი არ ჰქონია.
„ბავშვი 13-ში იყო, მეორე დღეს აღარ მოვიდა, მის დებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ბავშვს სწრაფი ტესტი გაუკეთეს და უარყოფითი იყო, ხოლო განმეორებითმა ტესტმა კორონავირუსი აჩვენა“, - ამბობს ბოლაჯურის საბავშვო ბაღის მენეჯერი ლალი მაისურაძე.
აღსაზრდელები და აღმზრდელები თვითიზოლაციაში არიან, როდის გააგრძელებს საბავშვო ბაღი მუშაობას ჯერ უცნობია.
„მხოლოდ ერთი ბაღია გადასული დისტანციურ სწავლაზე, რადგან ოთხი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაღში ჩატარდა დეზინფექცია. ახლა უქმე დღეები იწყება, ამიტომ დაველოდებით ჯანდაცვიდან პასუხს“, - ამბობს ადიგენის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მარინა ვარდიძე.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესის 1-ელი მარტიდან განახლდა.