საქართველოს საჯარო სკოლებში, მეთერთმეტეკლასელთათვის საატესტატო გამოცდები დაიწყო. მოსწავლეებს ტესტირება დღეს, 17 ივნისს, გეოგრაფიაში ჰქონდათ. მათი თქმით, საგამოცდო საკითხები საშუალო სირთულის იყო და ბარიერის გადალახვას ყველა ის მოსწავლე შეძლებს, რომელსაც სასწავლო პროგრამა აქვს გავლილი.
საქართველოს საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. საგამოცდო პროცესს, მათი წარმომადგენლები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკვირდებიან.
მოსწავლეები18 ივნისს, გამოცდას, ბიოლოგიაში ჩააბარებენ. მომდევნო დღეებში, ისინი ტესტირებას ფიზიკასა და ქიმიაში გაივლიან. მეთერთმეტეკლასელებს ატესტატის აღება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ყველა სავალდებულო გამოცდის ბარიერს გადალახავენ.
|