თბილისის ტურიზმის აკადემია ღია კარის დღეს
აწყობს, ხოლო ასოციაცია „მესხეთი – 2001“– ის გამგეობა 22 მაისს
ახალციხეში გასვლითი სხდომას მართავს. შეხვედრა
ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში 15:00
საათზე ჩატარდება.
ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ამირან მექვაბიშვილი და ტურიზმის აკადემიის პროფესორი ზურაბ სანადირაძე აკადემიის შესახებ მოხსენებებს წაიკითხავენ.
შეხვედრაზე მოხდება ინფორმაციული სახის პრეზენტაცია თბილისის ტურიზმის აკადემიაში განხორციელებადი საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების ვადების, პირობების შესახებ; დაწესებულების წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხებენ.
|