21 მაისიდან მეთორმეტეკლასელთათვის საატესტატო გამოცდები იწყება. დღეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა პრეტესტები გაიარეს. მათი თქმით, საკითხები მარტივი და სასწავლო პროგრამის მიხედვით შერჩეული იყო.
ტესტირების პროცესს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
ახალციხის არაქართულენოვან სკოლაში გამოცდები ისევე ჩატარდება, როგორც დანარჩენ საჯარო სკოლებში.
მეხუთე სკოლაში ამბობენ, რომ დაწესებულება გამოცდებისათვის ტექნიკურად მზადაა. სკოლის ადმინისტრაციამ პროცესისათის 24 კომპიუტერი გამოყო.
21 მაისიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები საჯარო სკოლებში ქართულ ენას, მატემატიკას, უცხო ენასა და ისტორიას ჩააბარებენ. გამოცდების შედეგებზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა მოსწვალე ატესტატის აღებას და შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.
ტესტირების ბარიერად 5,5 ქულაა განსაზღვრული. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ აღნიშნული ბარიერი ვერ გადალახა იგი ჩაჭრილად ჩაითვლება.
|