განათლება
სკოლის აუცრელი თანამშრომლები შვიდ დღეში ერთხელ გაიტესტებიან
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილება შევიდა.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი 7 ოქტომბრის ბრძანებით დადგინდა, რომ იცვლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირების პრინციპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირი 14 დღეში ერთხელ, ხოლო აუცრელი 7 დღეში ერთხელ გაიტესტება.

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით; ბ) არასრულად ვაქცინირებული, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში”, - წერია პრემიერის ბრძანებაში.

ბრძანების თანახმად, ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.

“გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით”,
- აღნიშნულია ბრძანებაში.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 2 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 2 °C
img
თბილისი 5 °C
img
აბასთუმანი 0 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა -2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5302
RUB
RUB
100
4.2381
TRY
TRY
1
0.2291
USD
USD
1
3.1210
AMD
AMD
1000
6.3427
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.