საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული
რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით
გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით,
სარეგისტრაციო ფანჯარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს (www.mes.gov.ge) და განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის (www.emis.ge) ვებ–გვერდებზე 09:00 საათზე გაიხსნება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 11
ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაციას
მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკი კანონით
განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება. “ბავშვის რეგისტრაციისას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ბავშვის რამდენიმე პირის
მიერ პარალელურ რეჟიმში დარეგისტრირების მცდელობა გამოიწვევს ტექნიკურ
შეფერხებას”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სკოლებში
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15
მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სარეგისტრაციო ფანჯარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge)
და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge)
ვებ–გვერდებზე 09:00 საათზე გაიხსნება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 11
ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
რეგისტრაციას მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა
ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება.
“ბავშვის რეგისტრაციისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ
ერთი და იგივე ბავშვის რამდენიმე პირის მიერ პარალელურ რეჟიმში
დარეგისტრირების მცდელობა გამოიწვევს ტექნიკურ
შეფერხებას”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.