განათლება
ვაქცინაციის „ძალიან დაბალი“ მაჩვენებელი - რატომ არ იცრებიან სტუდენტები
ვალერი ჭრელაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. უყვარს თავისუფლება და ემიჯნება ყველაფერს, რასაც თავს ახვევენ. აცრას არ აპირებს. ფიქრობს, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი არ არის. არ სჯერა ,,გამოუცდელი“ ვაქცინის. განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ფიქრობს, რომ კომუნიკაბელურია. სწავლაც რეალურ სივრცეში ურჩევნია, მაგრამ ლექციებზე აუდიტორიაში დასასწრებად აცრა თუ სავალდებულო იქნება, ონლაინ განათლებას აირჩევს.

,,თუ ეპიდემიოლოგები ან საკოორდინაციო საბჭო განათლების სამინისტროს მისცემს რეკომენდაციას, დღესაც შეიძლება აუდიტორიებში სწავლის გაგრძელება, რადგან არსებული ეპიდსიტუაცია მხოლოდ ონლაინსწავლების აუცილებლობას არ წარმოქმნის. ამიტომ, ვფიქრობ, ხელოვნურად ქმნიან აჟიოტაჟს იმის მიხედვით, რა სჭირდებათ ან რა სურთ. რა თქმა უნდა, აუდიტორიაში სწავლა უკეთესია, რადგან ონლაინ მაინც ვირტუალურად ხდება ყველაფერი, მაგრამ ვისაც სწავლა უნდა ის აუდიტორიაშიც კარგად ისწავლის და დისტანციურადაც“.

ვალერის აზრით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით დაავადებული ადამიანები უნდა აიცრან. გარდა ამისა, სტუდენტი მიიჩნევს, რომ თავად ეპიდემიოლოგებიც ხშირად ,,სცოდავენ“, როცა მოსახლეობას რეგულაციებს უწესებენ, რომელსაც თავად არღვევენ. მთავარ საფრთხედ კოვიდ-19-ის გამო ქვეყანაში შექმნილ ,,პანიკურ მდგომარეობას“ მიიჩნევს, რამაც მოსახლეობაში შიში დათესა.

,,ვაქცინირებული ადამიანი იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც არავაქცინირებული. ვირუსიც ხვდება, გამავრცელებელიც არის, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იცავს ლეტალობის ალბათობისგან. თუმცა ეს ჩემთვის საკმარისი ნაკლებად არის, რადგან მთლიანობაში იზღუდება ადამიანის თავისუფალი ნება, რაც გარკვეულწილად დისკრიმინაციაა. როცა იგებ, რომ აცრილებისთვის არის ფასდაკლება, ან არ უშვებენ კონკრეტულ დაწესებულებაში არავაქცინირებულებს და ხელს უწყობენ სტიგმის ჩამოყალიბებას, ჩემთვის მიუღებელია. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო - „ვაქსერებად“ და ანტივაქსერებად“.

ვალერის დაკვირვებით,რეგულაციას საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცავს, ამის კონტროლი კი არ ხდება. მას ისიც აინტერესებს, ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა სამედიცინო პირბადის დღეებისა და კვირების განმავლობაში ტარება. ის მანიპულაციის იარაღად მიიჩნევს, სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას, რომ ,,შენს ქვეყანაში დაშვებული ვაქცინა შეიძლება მიუღებელი იყოს ევროპის ან ამერიკის ქვეყნებისთვის“.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იზა იანვარაშვილი აპრილში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. მესამეკურსელი დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯით სხვების სიცოცხლესაც გაუფრთხილდა. სამედიცინო სფეროს მუშაკთა მიერ დადგენილ რეგულაციებს თავიდანვე ოჯახის ყველა წევრი იცავდა. კორონავირუსი არ გადაუტანია. აცრის შესახებ გადაწყვეტილება კი შიშისა და ყოყმანის გარეშე მიიღო.

,,ევროპაში, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, ჩვეულებრივად აუდიტორიებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ხალხი დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ჩავარდნილი ვაქცინაციის გამო ისევ ამ დონეზე ვართ“.

ერთი შვილის დედამ, აცრის მნიშვნელობა აუცრელ ჯგუფელებსაც აუხსნა, თუმცა დარწმუნდა, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთოს. მიზეზი კი ძირითადად შიშია, რასაც მეტწილად, არაინფორმირებულობა იწვევს. იზა ფიქრობს, რომ საზოგადოების ამ ნაწილთან ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო.

,,ფეიკნიუსების წყალობით, ცრუ არგუმენტებით არიან შეიარაღებულნი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ დაფიქრდნენ. საზოგადოების ამ ნაწილის დამოკიდებულებას აუცრელი სამედიცინო პერსონალიც ამყარებს. მე ეჭვქვეშ ვაყენებ იმ ექიმის კომპეტენციას, რომელიც არ იცრება, მუშაობაც სწორედ აქედან უნდა დაიწყოს“.

იზა იანვარაშვილი ფიქრობს, რომ აუცრელი ადამიანების სიმრავლის გამო, ვაქცინირებული საზოგადოება ზარალდება. ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვერავინ უბრუნდება. თავის მხრივ, აუცრელებიც ფიქრობენ, რომ მათზე ძალადობენ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებენ.

,,ასე ორივე მხარე ზარალდება, ერთი შეგნებულად და მეორე შეუგნებლად. როცა ახლობელ ადამიანს ემართება ეს ვირუსი, მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, რომ უნდა აცრილიყავი. მედიასაშუალებების დახმარებით და კარდაკარის პრინციპით უნდა მოხდეს საზოგადოების იმ ნაწილის ინფორმირება, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას მოგვიწევს ჩაკეტილი ცხოვრება“.

იზას მსგავსად, „სინოფარმის“ ორივე დოზით აიცრა ნაზი ახალკაციც. ნაზი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით დანარჩენ სტუდენტებს მაგალითი მისცა. ამბობს, რომ ონლაინსწავლებით ხარისხიან განათლებას ვერ იღებს, რითაც კონსტიტუციით მინიჭებული მისი უფლება ირღვევა. მეოთხე კურსის სტუდენტი თანაკურსელებს, ლექტორებსა და პედაგოგ-მასწავლებლებს აცრისკენ მოუწოდებს.

,,ვაქცინაცია აუცილებელია, თუ გვინდა დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას და სწავლა გავაგრძელოთ აუდიტორიებში. სამართლის მეოთხე კურსი მოიცავს პრაქტიკულ მეცადინეობას, რაც შეუძლებელი ხდება სახლის პირობებში. სასამართლო პროცესებზე დასწრებით უნდა გავდიოდე, თუმცა ლექციებს ონლაინ ვესწრები და ისიც სანახევროდ მომზადებული“.

ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად მიიჩნევს, რომ აცრა სავალდებულო არ უნდა იყოს. ჩავარდნილი ვაქცინაციის მიზეზად, არასწორ საინფორმაციო კამპანიას ასახელებს, ,,არავინ საუბრობდა იმის შესახებ, რა შედეგი მოჰყვებოდა აუცრელობას“.ვალერის, იზას და ნაზისგან განსხვავებით, ახალციხელი ვახტანგ ანდღულაძე გერმანიაში, ქალაქ მაინცის უნივერსიტეტში სწავლობს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი საქართველოში დაბრუნდა. მიიჩნევს, რომ ონლაინ სწავლებას დადებითზე მეტი, უარყოფითი მხარე აქვს. ,,ვერ ხარ სასწავლო პროცესში ისე კარგად ჩართული, როგორც აუდიტორიაში ყოფნის დროს“. რთულია სტუდენტებისთვის მასალის სრულყოფილად მიწოდება, ისე, როგორც ეს აუდიტორიაში ხდება.

იმის იმედი, რომ პანდემია დამარცხდებოდა, მალევე გაუქრა. ვახტანგ ანდღულაძემ სამსახურიც დაკარგა და ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე შინ დაბრუნება მოუხდა. მისთვის მთავარ პრობლემად გამოცდების ჩაბარება იქცა. გერმანელი ლექტორები მიიჩნევენ, რომ ,,ზუმის“ მეშვეობით სტუდენტის ცოდნას სრულყოფილად ვერ შეაფასებენ.
„ფაიზერის“ ვაქცინით, ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოში აიცრა. ფიქრობს, რომ სტუდენტების უარი აცრაზე ოჯახის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

,,იმისთვის რომ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, საჭიროა ყველა აიცრას. ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა გახდეს, მას უნდა ავუხსნათ, რომ აცრა საჭიროა და გადაწყვეტილება თავად მიიღოს“.

გერმანიაში შვიდწლიანი ცხოვრების შემდეგ პირველად ვერ გეგმავს მომავალს. ფიქრობს, რომ კოვიდპანდემიამ ადამიანური ურთიერთობებიც შეცვალა.

,,კოვიდპანდემიამ და აუცრელობამ გამოიწვია ის, რომ მოსწავლეები და სტუდენტები აგრძელებენ არასრულფასოვანი სწავლას. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს აიძულებენ აცრას, ზოგიერთი კვების ობიექტი უარს ამბობს აუცრელი ადამიანების მომსახურებაზე ან აწესებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას ვაქცინირებული პირებისთვის. ამ ყველაფრის გამო ხდება ადამიანთა დისკრიმინაცია სხვადასხვა მიზეზით და მსგავსი ფაქტები ჩემთვის არის სრული აბსურდი, რადგან არ შეიძლება ასე ადამიანების დაყოფა აცრილებად და აუცრელებად“.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მიმდინარე წელს, სწავლება შერეულ ფორმატში განაახლა. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტს, თავად გადაწყვიტოს, ლექციას აუდიტორიაში დაესწროს თუ ონლაინ. ბოლო პერიოდში კორონავირუსის მზარდი გავრცელების გამო, უნივერსიტეტი სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიზანი სტუდენტებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

,,ჩვენ უნივერსიტეტში, სხვადასხვა საფეხურზე, 1800-მდე სტუდენტი სწავლობს. სამწუხაროდ, ძალიან დაბალია ვაქცინირებულ სტუდენტთა რაოდენობა, ჯამში 5%-მდეც კი არ არის აცრილი. თუმცა ერთი რამ უცვლელია, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. მთავარ საკითხად მივიჩნევთ, რომ სტუდენტებს როგორმე მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია. მზად ვართ უნივერსიტეტშიც შევქმნათ ვაქცინაციის პუნქტები. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ჩვენი ვალდებულებაა რომ სტუდენტებისთვის სასწავლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამიტომ ვრჩებით ონლაინ რეჟიმზე“, - გვეუბნება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ზრდასრულთა მხოლოდ მესამედი აიცრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ სტუდენტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი „ძალიან დაბალია“. თამარ გაბუნია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, აცრისკენ მოუწოდებს.

„სასკოლო გარემოს გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების განახლება საუნივერსიტეტო გარემოში. სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამიტომ აუცილებელია, რომ მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, იყვნენ აქტიურები და დროულად ჩაიტარონ აცრები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სტუდენტებისა და ლექტორების კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იძულებითი არ იქნება.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 22 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 21 °C
img
ადიგენი 21 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 27 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitnahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahisomegle livejojobetbahsegelgrandpashabetsahabet