ახალციხის სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა
ახალციხის სამხატვრო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. სკოლის დირექტორის ლელა ფერაძის განმარტებით, ვირუსი ორ პედაგოგს დაუდასტურდა, რის გამოც სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
"ჯერ ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა, შემდეგ დღეს კი მეორე მასწავლებელსაც აღმოაჩნდა ვირუსი. ჯერჯერობით სამი დღე არ იქნება სწავლა. ორშაბათს შევხედავთ რა მდგომარეობა იქნება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას" - აცხადებს ლელა ფერაძე.
ახალციხის სამხატვრო სკოლაში სწავლა 17 იანვარს განახლდა.
ფოტო აღებულია სამხატვრო სკოლის ფეისბუქ გვერდიდან