მხატვრული და ისტორიული ლიტერატურა, ზღაპრები, ქართველი მწერლების შემოქმედება – ეს და სხვა ჟანრის 400–მდე წიგნი დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცა. აქცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მის მიზანს არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის დაუფლება და განათლების დონის ამაღლება წარმოადგენს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მირიან ხოსიტაშვილის განმარტებით, აქციის ფარგლებში, საჯარო სკოლებში არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდით შევსება ხდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში 105 მოსწავლე სწავლობს. საგანმანათლებლო დაწესებულება არაქართულენოვანია.
|