როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები?
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები რვა მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 15 მარტს აღდგება.მოსწავლეები სამ მარტს დედის დღესაც დაისვენებენ.
საჯარო სკოლებში ერთ კვირიანი არდადეგები კანონით არის განსაზღვრული, კერძო სკოლები კი თავად წყვეტენ დაწყების და დასრულების თარიღებს.
2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვარს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება ყველასთვის, გარდა პირველი და მე-12 კლასებისა. მე-12 კლასის მოსწავლეები სწავლას 20 მაისს, პირველკლასელები კი -27 მაისს დაასრულებენ.