10-17 თებერვალს, ონლაინ სწავლების გაუქმების მსურველი უფრო მეტი დარეგისტრირდა
10-17 თებერვლის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმის გაუქმების სურვილი უფრო მეტმა დააფიქსირა, ვიდრე დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, ონლაინსწავლების მოთხოვნა 25 325-მა მშობელმა გააუქმა, ხოლო 8 992 მოსწავლის მშობელმა ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის განცხადება დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ს შეადგენს.