განათლება
ახალციხის მე-6 სკოლის პედაგოგმა კონკურსში გაიმარჯვა
ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ჩაფიჩაძემ, მასწავლებელთა ფორუმის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - ,,სამოქალაქო განათლების სწავლება სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით" გაიმარჯვა.
კონკურსში მონაწილეობა 140-მა პედაგოგმა მიიღო, რომელთაგან 20 მათგანი შეირჩა. გამარჯვებულ კონკურსანტებს ტრენინგ-კურსები და თემატური ვორქშოფები ჩაუტარდებათ. შეხვედრები გაიმართება როგორც ონლაინ, ასევე დასწრებულ სივრცეში. მათ შორის ნაწილი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ჩატარდება.
პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ორგანიზაცია CRISP-ის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და ორგანიზაცია „აიწონა-დაიწონას“ მიერ ხორციელდება.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :