ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორგორის მოსწავლეები ისევ საყუდაბლის ავარიულ შენობაში ისწავლიან–ამის შესახებ იმ განცხადებაშია, ნათქვამი, რომელიც სამინისტრომ ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს გამოუგზავნა.
ტარიელ ლონდარიძემ განათლების სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა, ორგორის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის თაობაზე, საიდანაც უარი მიიღო.
სამინისტროს მიერ გამოგზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათმა წარმომადგენლებმა სოფელ ორგორაში ის ალტერნატიული შენობა დაათვალიერეს და შეისწავლეს, რომელიც პედაგოგებმა სკოლის განთავსებისათვის შესთავაზეს. თუმცა განათლების სამინისტროს განმარტებით ობიექტი ავარიულ მდგომარეობაშია და შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს სასწავლო დაწესებულების განსათავსებლად.
რაც შეეხება თავად დამწვარი შენობის რეაბილიტაციას, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მისი განახლება მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში, სასწავლო დაწესებულება 2012 წლის დეკემბერში ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა და ინფრასტრუქტურა განადგურდა.
განათლებისა სამინისტროს განცხადებას და ინფორმაციას “ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი–ტარიელ ლონდარიძის” ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
|