განათლება
რისი რესურსიც გვაქვს, იმას ვაკეთებთ - ასტრონომები
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ობსერვატორიის განახლებულ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი პოსტერების გამოფენა მოეწყო. მეცნიერებმა ასტრონომიულ-ასტროფიზიკურ მოვლენებზე პრეზენტაციები წარადგინეს, ხოლო ობსერვატორიის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა საზოგადოებას საკუთარი გამოგონებები გააცნეს.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ცას დაახლოებით ათი თანამშრომლისგან შემდგარი ორი ჯგუფი წლებია ერთადერთი ტელესკოპით აკვირდება. თანამშრომლების თქმით, ობსერვატორიაში ტელესკოპები გაფუჭებულია და ამის გამო ბევრ სამეცნიერო საგრანტო პროექტზე მოუწიათ უარის თქმა.

,,ფაქტობრივად, ახლა ერთი ტელესკოპით ვმუშაობთ, შეიძლება ითქვას ორი პარტია ვართ - შოთა ინასარიძის და ჩვენი პარტია. შოთას პარტია დედამიწასთან მოახლოებად ასტეროიდებს სწავლობს, რომელიც შეიძლება დაეცეს ჩვენ პლანეტას და შეისწავლის მათ ორბიტებს. ჩვენი პარტია კი შავ ხვრელებსა და მათ ფიტომეტრიას სწავლობს, რომლებიც ძალიან შორს არიან“ - გვიყვება ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი გივი ქიმერიძე.

აბასთუმნის ობსერვატორიაში 15-მდე ტელესკოპიდან ცხრა უფუნქციოა. წელს ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა. ასტრონომები მნიშვნელოვან თარიღს ბევრი პრობლემითა და გამოწვევით ხვდებიან. ,,11 ტელესკოპი იდგა და ამჟამად სამი შეიძლება აამუშავო“ - უყვება მეცხრე არხს კიდევ ერთი მეცნიერ-თანამშრომელი შოთა ინასარიძე.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 1932 წელს, ყანობილის მთაზე აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა. მას შემდეგ, მზის სისტემის პლანეტებზე დაკვირვება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

,,შეიძლება ითქვას სამი მუშაობს და დანარჩენი მწყობრიდან არის გამოსული. გვაქვს კიდევ პატარა ტელესკოპები, რომლებიც მოძველებულია და ვეღარ ვიყენებთ. ილიას უნივერსიტეტი გვიშლიდა ხელს, ახლა დამოუკიდებლები ვართ და აღარავინ გვიშლის ხელს - ამბობს ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი ოთარ კვარაცხელია.
რაში უშლიდა ხელს ილიას უნივერსიტეტი აბასთუმნის ობსერვატორიას, ამის გასარკვევად ასტრონომებმა ობსერვატორიის მთავარ ასტრონომ-მენეჯერთან, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორთან ვაჟა ყულჯანიშვილთან გადაგვამისამართეს. ასტრონომ-მენეჯერი გვიყვება:

,,აღჭურვილობა ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. 1936 წელს გამოშვებული და აბასთუმანში 1956 წელს დადგმული ტელესკოპი უკვე მწყობრიდან გამოსულია. გამოსაცვლელია როგორც სიდიდის, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით. ტელესკოპის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია საჭირო, ახლის შესაძენად კი - 4 მილიონ დოლარამდე“.

90 წლის წინ დაარსებულ ობსერვატორიაში პირველი საშუალო ზომის 40 სმ-იანი რეფლაქტორ-ტელესკოპი 1937 წელს დაიდგა, ბოლო კი 1980-იან წლებში. ობსერვატორიის ფუნქციონირების საუკეთესო პერიოდში 15-მდე ტელესკოპი ფუნქციონირებდა.

,,სამწუხაროდ, ბოლო 40 წელია ობსერვატორიას ახალი ტელესკოპი არ შეუძენია. ასტრონომია განვითარებადი მეცნიერებაა და ტელესკოპებს თუ არ გამოვეკიდებით, ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იცვლება და შესაბამისად, ამ ტელესკოპებს სათანადოდ აღჭურვა ესაჭიროება.
როდესაც ჩვენი ობსერვატორია მიერთებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, (2008 – 2020 წწ.) ამ ვითარებამ ერთგვარად უკან დაგვწია. ნაკლები ყურადღება ექცეოდა ტელესკოპების გამართულ მუშაობას, ფუნქციონირებას, აღარაფერი რომ ვთქვათ ახალი ტელესკოპის შეძენასა და აღჭურვაზე“
- განმარტავს ვაჟა ყულჯანიშვილი.

ასტრონომ-მენეჯერს ვკითხეთ თუ რა მდგომარეობაა აბასთუმნის ობსერვატორიაში?

დღეისათვის ფუნქციონირებს 40 სმ რეფრაქტორი, 70 სმ მენისკური ტელესკოპი, შეიძლება ითქვას ორმაგი ასტროგრაფი, აზეტე 11, სამზეო ტელესკოპებიდან ფუნქციონირებს ფოტოსფერო-ქრომოსფერული ტელესკოპი და დიდი დაბნელებაგარეშე კორონოგრაფია.

ყველაზე მეტად რას საჭიროებთ?

ყველაზე მეტად გვჭირდება მოდერნიზებული, თანამედროვე დონის ტელესკოპი. 1.25 მ ტელესკოპი აზეტე 11 არის 80-იან წლებში დამზადებული, რომელიც უკვე მოძველდა. ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. გვინდა, რომ ეს ძველი ჩანავაცვლოთ ახალი თანამედროვე ტელესკოპით, რომლის დიამეტრი იქნება 1.5 მ და აღჭურვილი იქნება თანამედროვე დონეზე. მართვა სრულიად ავტომატიზირებულ რეჟიმში მოხდება, მიმღები ხელსაწყოებიც უფრო მაღალი ხარისხის იქნება.

აბასთუმნის ობსერვატორიამ 10 მილიონიანი დახმარების დაპირება 2021 წელს საქართველოს პრემიერისგან მიიღო. რა ხდება ამ მხრივ?
ფოტო არქივიდან

შარშან პრემიერი 10 მილიონის გამოყოფას დაგვპირდა, საკითხი დაიძრა, მაგრამ 10 მილიონი რა თქმა უნდა ერთად არ გამოიყოფა. სხვადასხვა წელს გაწერილია სხვადასხვა თანხა. წელს შევუკვეთეთ ახალი 1.5 მეტრ ტელესკოპი, რომელიც სამი მილიონი ევრო ჯდება. გამოცხადდა ტენდერი და გაიმარჯვა ჩეხურმა კომპანიამ. დაახლოებით 22 თვეში დაგვიმზადდება ტელესკოპი. ჩემი ვარაუდით, 2024 წლის დასაწყისში მზად უნდა იყოს.

ახალი ტელესკოპი ახალი პარამეტრების იქნება, რომელიც გამოირჩევა გარჩევის უნარით, მიმღების საკმაოდ მაღალი ხარისხითა და სპექტოგრაფებით. ჩვენ საქიანობაშუ ძირითადია გამოსახულების ხარისხი და შორეული ობიექტების დაკვირვება. ეს ყველაფერი ჩადებულია ახალი ტელესკოპის დამზადების პროექტში. დიდხანს ვიმსჯელეთ შიგნით, მერე მოვიძიეთ ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს ტელესკოპებს ამზადებენ.


რა გახდა თქვენი ობსერვატორიის თსუ-სთან გაერთიანების მიზეზი?

ილიას უნივერსიტეტთან კონკრეტული პრობლემა არ გვაქვს. თავიდანვე არასწორი იყო ჩვენი ორგანიზაციის თსუ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისგან განცალკევება და ილიას უნივერსიტეტთან მიერთება. რა თქმა უნდა, უპრიანი იქნებოდა ისევ ჯავახიშვილთან მიერთება, რადგან იქ კათედრა გვაქვს, სადაც ჩვენი სპეციალობის ხალხი მზადდებოდა. საფუძველიც სწორედ ეს არის, ჩვენი თსუ-სთან ისევ მიერთების. ილიას უნივერსიტეტში კი ძირითადად ჰუმანიტარული საგნებია და ამიტომ თავიდანვე არ იყო სწორი გადაწყვეტილება მიღებული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაახლოებით 2000 წლამდე ვმუშაობდით, მოგვიანებით გარკვეული პერიოდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ვიყავით. მერე ისევ თსუ-სთან და სადღაც 2008 წლიდან ილიას უნივერსიტეტთან დავყავით 13 წლის განმავლობაში. 2020 წლის ბოლოდან გამოვეყავით და ჩამოვყალიბდით საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

რა არის საჭირო უკეთესი ფუნქციონირებისთვის, როგორ ხედავენ ობსერვატორიის მომავალს მეცნიერები და რაში ითხოვენ დახმარებას, თანამშრომელთა სათქმელს ოთარ კვარაცხელია მოკლედ განმარტავს.

,,რა გვჭირდება და ბევრი ფული ხელფასების გასაზრდელად, თანამედროვე ტელესკოპის შესაძენად, საზღვარგარეთ არსებულ ობსერვატორიებში მივლინებებისთვის და ურთიერთობის გასაფართოვებლად. გასაკეთებლის მეტი რა არის, მაგრამ რისი რესურსიც გვაქვს, იმას ვაკეთებთ" - ამბობს ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი ოთარ კვარაცხელია.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 18 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
ასპინძა 21 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 22 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 13 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetin hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitnahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralacasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscomomegle liveparibahisbahsegelgrandpashabetsahabetbahsegelmobilbahiscasinometropoltarafbetbetparkstarzbetparibahis