გაზაფხული – სიცივის დამძლევი და სილამაზესთან ასოცირებული, ხოლო ქალი –მშვენებისა და სათნოების სიმბოლო – ასე წარმოაჩინეს ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა წელიწადის ეს დრო და მანდილოსნებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. რვა მარტს მათ მშობელბისათვის, პედაგოგებისათვის, ადგილობრივი მანდილოსნებისათვის ღონისძიება გამართეს და ლექსები, ცეკვები და სიმღერები შესთავაზეს.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აუდიტორიაში მსხდომი მრავალშვილიანი მშობლები კი სიმბოლურად ყვავილებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვდნენ. რვა მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზება სკოლის ადმინისტრაციამ გაუწია.
„ამ დღეს ყველა მანდილოსანი განსაკუთრებულად დაფასებულად გრძნობს თავს, ღონისძიება კი ამის დასტურია“–ასე შეაფასეს საღამო, მოწვეულმა სტუმრებმა. მათი თქმით რვა მარტს ყველა ქალს განსაკუთრებული განწყობა აქვს. ცხოვრებაში ქალბატონების როლი კი პატარებმა განსაკუთრებულად წარმოაჩინეს.
ქალთა საერთაშორისო დღე მსოფილოს მასშტაბით, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. დღესასწაულის სომბოლოდ კი ყვავილები ითველბა.
|