საქართველოში ონლაინსწავლება 308 მშობელმა მოითხოვა
19-26 მაისის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 308 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განაცხადეს.
მათივე განმარტებით, 19-26 მაისის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 593-მა მშობელმა გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.