განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულების ცერემონია გაიმართა (photos)
დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2022 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
მანტია და ქუდი დღეს დაახლოებით 190–მა სტუდენტმა მოირგო.
ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა, რომელმაც კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულება მიულოცა.
დღესვე დაჯილდოვდნენ წარმატებული კურსდამთავრებულები. ეს სტატუსი წელს უნივერსიტეტის რვა სტუდენტმა მიიღო.
მადლობის სიგელი გადაეცა იმ სკოლებსაც, რომლებმაც წარმატებული კურსდამთავრებულები აღზარდეს.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, კურსდამთავრებულებმა ქუდები ჰაერში აისროლეს.
გააზიარეთ :