განათლება
მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს
მანდატურის სამსახური შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მანდატურები შეირჩევიან სამცხე-ჯავახეთშიც:
- ახალქალაქი - 1 ვაკანსია;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმურდო - 2 ვაკანსია;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარტიკამი - 2 ვაკანსია;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩიანი - 2 ვაკანსია;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დილისკა - 2 ვაკანსია;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანი - 2 ვაკანსია;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერი - 1 ვაკანსია;
- ნინოწმინდა - 1 ვაკანსია;
- დაბა ასპინძა - 2 ვაკანსია;
- ბორჯომი - 1 ვაკანსია.
კონკურსის პირობების თანახმად, მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
- საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
- ნასამართლობის არმქონე;
- სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
- სახელმწიფო ენის მცოდნე;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურება 875 ლარია.
ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
გააზიარეთ :