სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სარეზერვო მომზადების შესახებ შეხვედრა გამართეს
დღეს, 24 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ის სტუდენტები, რომლებიც რეზერვისტებად ირიცხებიან თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონში.
რეზერვისტმა სტუდენტებმა თანატოლებს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილება სარეზერვო მომზადების შესახებ და უპასუხეს ღონისძიების დამსწრეთა უამრავ შეკითხვას.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.