განათლება
თამარ აბრამიშვილი სამცხე-ჯავახეთის წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდა
სამცხე-ჯავახეთის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ აბრამიშვილი გახდა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა 25 მარტს გაიმართა.
ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები.
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
გააზიარეთ :