განათლება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 6 აპლიკანტი არ გამოცხადდა
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო. გამოცდა ორ სესიად ჩატარდება. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ორივე სესიაზე რეგისტრირებულია 438 აბიტურიენტი. პირველ სესიაზე რეგისტრირებული 219 აპლიკანტიდან 6 არ გამოცხადდა.
აბიტურიენტებს გამოცდის დასაწერად სამი საათი აქვთ. ეროვნული გამოცდები ხვალაც ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით გაგრძელდება.
სამცხე-ჯავახეთის საგამოცდო ცენტრი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშია მოწყობილი.
საქართველოში სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით, 45 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
გააზიარეთ :